Georgian Internet Exchange – GIX პრეზენტაცია

posted in: news | 0

28 სექტემბერს დღის 12:00 საათზე, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტის პირველ დარბაზში (თავისუფლების მოედანი #4) გაიმართა “საქართველოს ინტერნეტის ურთირთგაცვლის ცენტრის” Georgian Internet Exchange – GIX პრეზენტაცია.

პრეზენტაციის დასრულების შემდგომ მოხდა “ცენტრის” დაფუძნება არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით.

დაინტერესებული ორგანიზაციები, მათ შორის ინტერნეტ-პროვაიდერები გახდებნენ “ურთირთგაცვლის ცენტრის IXP-ს” დამფუძნებლები.

“ურთირთგაცვლის ცენტრი” არ იქნება ორიენტირებული მოგების მიღებაზე, არამედ გამიზნული იქნება მხოლოდ თავისი დამფუძნებელი წევრების ქსელების პირდაპირი დაკავშირება, ინტერნეტის ურთიერთგაცვლა გამართული და ოპტიმალური მუშაობისათვის.

შეკითხვების ან/და დამატებითი ინფორმაციისათვის: info@gix.ge

Leave a Reply