პირველ რიგში გაუმჯობესდება მცირე და საშუალო ინტერნეტ-პროვაიდერების მიერ მიწოდებული ინტერნეტის ხარისხი და სერვისის თვითღირებულება. საუბარია იმ მცირე პროვაიდერებზე, რომლებიც საქართველოს რეგიონებში ოპერირებენ. შესაბამისად მოხდება საქართველოს რეგიონების სწრაფი ინტერნეტიზაცია, რაც არის ევროინტეგრაციისთვის აუცილებელი პროცესი.

ნათელია, რომ მსხვილი პროვაიდერები უპირველესად ზრუნავენ სწრაფ მოგებაზე და სოფლების მოსახლეობა ვერ ხდება მათი აბონენტი. ეს სეგმენტი უკვე მრავალი წელია მცირე პროვაიდერებმა აითვისეს. სამწუხაროდ მცირე და საშუალო პროვაიდერები ვერ ყიდულობენ ინტერნეტ-ტრაფიკს საბითუმო ფასებში – ისინი იძულებულნი არიან შეიძინონ ინტერნეტი დომინანტი პროვაიდერისგან, რომელსაც ოპტიკური ხაზი აქვს მიყვანილი მათ რეგიონში.

ფასები ამ ტიპის ინტერნეტზე (კონკურენციის არქონის გამო) არის ზედმეტად დიდი (მაგალითად ე.წ. გლობალის ფასი რეგიონებისთვის 20$ აშშ დოლარს აღწევს). შესაბამისად მცირე პროვაიდერები ვერ ახერხებენ ხელმისაწვდომ ფასში მოაწოდონ სოფლის მოსახლეობას ინტერნეტი და პარალელურად იმ ოდენობის შემოსავალი დარჩეთ, რომ განვითარდნენ – მოახდინონ რეინვესტირება. საბოლოოდ ზარალდებიან თავად, ასევე მათი აბონენტები იხდიან გადამეტებულ ფასს და მაინც ვერ იღებენ შესაბამის ხარისხს.

საქართველოს ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრის ამოქმედების შედეგად შეიქმნება ინტერნეტის “საბითუმო ბაზრის” ანალოგი, სადაც ყველა ავტორიზებული პირი (მცირე პროვაიდერი) მიიღებს საშუალებას შეიძინოს ინტერნეტი კონკურენტუნარიან ფასში, რომელიც უკვე არის საერთაშორისო, ან ადგილობრივ ბაზარზე.

რას მიიღებენ აბონენტები სანაცვლოდ?

ჩვენ, ანუ მომხმარებლები მივიღებთ ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესებას. მცირე პროვაიდერების აბონენტებისათვის ეს ნიშნავს საიტებზე სწრაფ შესვლას შეყოვნებების გარეშე.

რა მოგება აქვს საქართველოს, თუ კი გვექნება ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრი?

  1. კონკურენტული დაშვების პირობების დამკვიდრება;
  2. კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა;
  3. ქსელების დუბლირების თავიდან აცილება;
  4. ინტერნეტ ტრაფიკების განაწილეების ოპტიმიზაცია;
  5. საქსელო კაპიტალური და საოპერაციო დანახარჯების შემცირება;
  6. ბაზარზე შემოსვლის ბარიერების მინიმალიზაცია.

რა მოგება გვექნება IXP-ს შემთხვევაში