“ცენტრი” ღიაა ყველა ინტერნეტ პროვაიდერისა და ქსელების ოპრატორითვის ვისაც გააჩნია საკუთარი AS ნომერი (აქვთ RIPE-დან მიღებული IP მისამართები) .
საქართველოში ამჯერად არის 80-მდე უნიკალური AS ნომერის მქონე ქსელის ოპერატორი. პოტენციურად ეს ყველა კომპანია “ინტერნეტის ურთირთგაცვლის ცენტრის” წევრი იქნება.

საქართველოს ინტერნეტის ურთირთგაცვლის ცენტრი (“ია ექს პი”, IXP) განთავსებულია თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას #5-ში, “ნიუტელკო ჯორჯიას” დატაცენტრში, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდგომ ჩართვის წერტილები გაიხსნება ასევე რეგიონებშიც.

ამ ეტაპზე ინტერნეტის ურთირთგაცვლის ცენტრში გაწევრიანების სურილი გამოთქვეს:
გლობალ ერთი
ალტერნეტი
კავკასიის ციფრული ქსელი
ორდუნეტი
ფრინეტი
გრანდნეტი
სიმნეტი