Georgian Internet Exchange – GIX https://gix.ge საქართველოს ინტერნეტის ურთირთგაცვლის ცენტრი Sat, 25 Mar 2017 13:22:54 +0000 en-US hourly 1 https://wordpress.org/?v=4.9.26 რას შეცვლის საქართველოში ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრის შექმნა https://gix.ge/?p=27 https://gix.ge/?p=27#respond Tue, 06 Dec 2016 20:26:44 +0000 http://gix.ge/?p=27 Continued]]> საქართველოში ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრი იხსნება. პროექტი ხორციელდება, საქართველოში დატაცენტრებისა და კოლოკაციების ცენტრების საერთაშორისო ოპერატორის, ნიუტელკო ჯორჯიას მხარდაჭერით.

ორგანიზატორების განცხადებით, ცენტრი უზრუნველყოფს ინტერნეტ ხარისხის გაუმჯობესებას, ქვეყნის სწრაფ და ხელმისაწვდომ ინტერნეტიზაციას.

მათივე მტკიცებით, ეს თავის მხრივ, დაასტაბილურებს კონკურენტულ გარემოს, ხელს შეუწყობს ქსელების დუბლირების თავიდან აცილებას, ინტერნეტ ტრაფიკების განაწილების ოპტიმიზაციას, საოპერაციო დანახარჯების შემცირებას და ბაზარზე შემოსვლის ბარიერების მინიმალიზაციას.

ცენტრი დაფუძნდება როგორც არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული პირი. მისი მიზანია, უზრუნველყოს დამფუძნებელ წევრთა ქსელების გამართული და ოპტიმალური მუშაობა. ცენტრის არსებობის უმთავრესი პირობაა, რომ იგი განთავსებული იყოს ნეიტრალურ დატაცენტრში.

ნიუტელკო ჯორჯიას დირექტორ, გიორგი გოთოშია On.ge-სთან ცენტრის ფუნქციებზე და მნიშვნელობაზე საუბრობს:

“ყველა ქვეყანაში, სადაც ინტერნეტი მეტნაკლებად არის განვითარებული, ქსელის ოპერატორები, ინტერნეტ პროვაიდერები, კონტენტ პროვაიდერები ერთმანეთთან ჩართვასა და მონაცემების გაცვლას აწარმოებენ ასეთი ცენტრების აი ექს პი-ს (IXP -Internet Exchange Point) საშუალებით.

საქართველოში, ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრის შექმნის ინიციატორები არიან სხვადასხვა კომპანიები და კერძო პირები. საწყის ეტაპზე პროექტში ჩართული არიან ააიპ საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია, ნიუტელკო ჯორჯია, შპს გლობალ ერთი, შპს კავკასიის ციფრული ქსელი, შპს ალტერნეტი, ასევე რეგიონებში მოქმედი სხვადასხვა მცირე და საშუალო ინტერნეტ პროვაიდერები”.

გიროგი გოთოშიას თქმით, ჯეიქს-ის დაფუძნების, მისი ოპერირებისა და განთავსების საწყის ხარჯებს აფინანსებს საქართველოში დანიური და გერმანული ინვესტიციით შექმნილი საერთაშორისო ოპერატორი – ნიუტელკო ჯორჯია. ნიუტელკო ჯორჯია ურთიერთგაცვლის ცენტრში გაწევრიანების და ჩართვის პირველ 20 მსურველს ერთი წლის განმავლობაში უფასოდ გამოუყოფს გარკვეულ კოლოკაციის სივრცეს თავის დატაცენტრში.

როგორც ნიუტელკო ჯორჯიას დირექტორი ამბობს, პირველ რიგში, მცირე და საშუალო ინტერნეტ პროვაიდერების საგრძნობლად გაუუმჯობესდებათ ხარისხი და სერვისის თვითღირებულება. შესაბამისად, მათი აბონენტებისათვის ეს ნიშნავს საიტებზე სწრაფ შესვლას შეყოვნების გარეშე.

კითხვაზე, ახლა რომელი კომპანიები სარგებლობენ და როგორ შეძლებენ სხვა პროვაიდერები ცენტრში გაერთიანებას, გოთოშია პასუხობს:

“ცენტრი ღიაა ყველა ინტერნეტ პროვაიდერისა და ქსელების ოპერატორითვის, ვისაც გააჩნია საკუთარი AS ნომერი (აქვთ RIPE-დან მიღებული IP მისამართები). საქართველოში ამჯერად არის 80-მდე უნიკალური AS ნომერის მქონე ქსელის ოპერატორი. პოტენციურად, ყველა ეს კომპანია ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრის წევრი იქნება.”

საქართველოს ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრის (აი ექს პი) პრეზენტაცია გაიმართება 28 სექტემბერს 12:00 საათზე სასტუმრო ქორთიარდ მარიოტის პირველ დარბაზში. თვითონ ცენტრი კი განთავსდება თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას #5-ში, ნიუტელკო ჯორჯიას დატაცენტრში, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდგომ ჩართვის წერტილები გაიხსნება ასევე რეგიონებშიც.

წყარო: ონ.გე, ავტორი: თამუნა გეგიძე

]]>
https://gix.ge/?feed=rss2&p=27 0
მოამბე ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრის შესახებ https://gix.ge/?p=35 https://gix.ge/?p=35#respond Wed, 28 Sep 2016 13:53:03 +0000 http://gix.ge/?p=35 ]]> https://gix.ge/?feed=rss2&p=35 0 Georgian Internet Exchange – GIX პრეზენტაცია https://gix.ge/?p=1 https://gix.ge/?p=1#respond Tue, 27 Sep 2016 08:37:48 +0000 http://gix.ge/?p=1 Continued]]> 28 სექტემბერს დღის 12:00 საათზე, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტის პირველ დარბაზში (თავისუფლების მოედანი #4) გაიმართა “საქართველოს ინტერნეტის ურთირთგაცვლის ცენტრის” Georgian Internet Exchange – GIX პრეზენტაცია.

პრეზენტაციის დასრულების შემდგომ მოხდა “ცენტრის” დაფუძნება არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით.

დაინტერესებული ორგანიზაციები, მათ შორის ინტერნეტ-პროვაიდერები გახდებნენ “ურთირთგაცვლის ცენტრის IXP-ს” დამფუძნებლები.

“ურთირთგაცვლის ცენტრი” არ იქნება ორიენტირებული მოგების მიღებაზე, არამედ გამიზნული იქნება მხოლოდ თავისი დამფუძნებელი წევრების ქსელების პირდაპირი დაკავშირება, ინტერნეტის ურთიერთგაცვლა გამართული და ოპტიმალური მუშაობისათვის.

შეკითხვების ან/და დამატებითი ინფორმაციისათვის: info@gix.ge

]]>
https://gix.ge/?feed=rss2&p=1 0
ინტერნეტის გაცვლის წერტილები მსოფლიო რუკაზე https://gix.ge/?p=30 https://gix.ge/?p=30#respond Fri, 13 Feb 2015 13:09:35 +0000 http://gix.ge/?p=30 Continued]]> Packet Clearing House-ს 2014 წლის მონაცემებით ინტერნეტის გაცვლის წერტილები (Internet Exchange Points) ქვეყნების მიხედვით და მათი რაოდენობა ქვეყნებში

ქვეყნების სია და რაოდენობა სადაც არის IXP | ქვეყნები სია სადაც არ არის IXP
ამერიკა 69
ბრაზილია 26
საფრანგეთი 19
გერმანია 16
იაპონია 16
რუსეთი 15
ავსტრალია 14
არგენტინა 10
კანადა 10
შვედეთი 10
პოლონეთი 9
ინდონეზია 8
დიდი ბრიტანეთი 7
ინდოეთი 7
იტალია 7
უკრაინა 7
ნიდერლანდები 6
ნორვეგია 5
ახალი ზელანდია 5
სამხრეთ აფრიკა 5
ჩინეთი 4
ჩეხეთი 4
ესპანეთი 4
ფინეთი 4
ავსტრია 3
ბულგარეთი 3
შვეიცარია 3
ესტონეთი 3
ირლანდია 3
კორეა 3
რუმინეთი 3
სინგაპური 3
სლოვაკეთი 3
ტაივანი 3
ვიეტნამი 3
ნიდერლანდის ანტილის კუნძულები 2
ბანგლადეში 2
ბოლივია 2
დანია 2
ეკვადორი 2
ეგვიპტე 2
კენია 2
ლიტვა 2
ლუქსემბურგი 2
ფილიპინები 2
ტანზანია 2
არაბთა გაერთიანებული საამიროები 1
სომხეთი 1
ანგოლა 1
ბელგია 1
ბაჰრეინი 1
ბოტსვანა 1
კონგო-კინშასა 1
კონგო-ბრაზავილი 1
კოტ-დ’ივუარი 1
ჩილე 1
კოლუმბია 1
კოსტა-რიკა 1
კუბა 1
კვიპროსი 1
დომინიკა 1
Dominican Republic 1
გრენადა 1
განა 1
საბერძნეთი 1
ხორვატია 1
ჰაიტი 1
უნგრეთი 1
ისრაელი 1
ისლანდია 1
კამბოჯა 1
ლაოსი 1
ლიბანი 1
შრი-ლანკა 1
ლატვია 1
მონღოლეთი 1
მალტა 1
მავრიტანია 1
მალავი 1
მალაიზია 1
მოზამბიკა 1
ნამიბია 1
ნიგერია 1
ნიკარაგუა 1
ნეპალი 1
პანამა 1
პერუ 1
პაკისტანი 1
პუერტო რიკო 1
პორტუგალია 1
პარაგვაი 1
სერბეთი 1
რუანდა 1
საუდის არაბეთი 1
სუდანი 1
სლოვენია 1
ტაილანდი 1
ტუნისი 1
თურქეთი 1
უგანდა 1
უზბეკეთი 1
ვანუატუ 1
კოსოვო 1
ზამბია 1
ზიმბაბე 1
ავღანეთი
ალბანეთი
ალჟირი
ანდორა
ანტიგუა და ბარბუდა
აზერბაიჯანი
ბაჰამის კუნძულები
ბარბადოსი
ბელარუსია
ბელიზი
ბენინი
ბუტანი
ბოსნია და ჰერცეგოვინა
ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები
ბრუნეი
ბურკინა-ფასო
ბურუნდი
კამერუნი
კაბო-ვერდე
აფრიკის ცენტრალური რესპუბლიკა
ჩადი
კომორის კუნძულები
ჯიბუტის რესპუბლიკა
სალვადორი
ეკვადორული გვინეა
ერიტრეა
ეთიოპოა
ფიჯი
გაბონი
გამბია
საქართველო
გვატემალა
გვინეა
გვინეა-ბისაუ
გაიანა
ჰონდურასი
ირანი
ერაყი
იამაიკა
იორდანია
ყაზახეთი
კარიბატი
ქუვეითი
ყირგიზეთი
ლესოთო
ლიბერია
ლიბია
მაკედონია
მაგადასკარი
მალდივის კუნძულები
მალი
მარშალის კუნძულები
მავრიტანია
მექსიკა
მიკრონეზია
მონაკო
მონტენეგრო
მოროკო
მიანმარი
ნაურუ
ახალი კალედონია
ნიგერია
ჩრდილოეთ კორეა
ომანი
პალაუ
პაპუა-ახალი გვინეა
ყატარი
სენტ-კიტსი და ნევისი
სენტ-ლუსია
სენტ-ვინსენტი და გრენადინები
სამოა
სან-მარინო
სან-ტომე და პრინსიპი
სენეგალი
სეიშელის კუნძულები
სიერა-ლეონე
სინტ-მარტენი
სოლომონის კუნძულები
სომალი
სურინამი
სირია
ტაჯიკეთი
აღმოსავლეთი ტიმორი
ტოგო
ტონგა
ტრინიდადი და ტობაგო
თურქმენეთი
ტუვალუ
ურუგვაი
აშშ-ის ვირჯინის კუნძულები
ვენესუელა
იემენი

Source Packet Clearing House

ცხრილი გადმოწერილია ბლოგიდან CaucasusOffline

]]>
https://gix.ge/?feed=rss2&p=30 0