საკონსულტაციო დოკუმენტი მიზანი

ინტერნეტის ტრაფიკის ურთიერთგაცვლის ეროვნული ცენტრის საკონსულტაციო დოკუმენტი მიზანია:

  • ცენტრის დანერგვის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული პირებისათვის;
  • ცენტრის დასანერგად სამუშაო ჯგუფის  ჩამოყალიბება და საკონსულტაციო დოკუმენტში განხილულ ტექნიკურ, ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ საკითხებზე ბაზრის მონაწილეებისა და სხვა დაინტერესებული პირებისაგან კომენტარებისა და შენიშვნების მიღება და დამუშავება;
  • ბაზრის მონაწილეებთან შეთანხმებული ცენტრის დანერგვის სტრატეგიის შემუშავება.
  • რას არის ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრი ?

ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრი (Internet Exchange Point – IXP) წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე კვანძისაგან შემდგარ ქსელურ ინფრასტრუქტურას, სადაც ხდება IP ტრაფიკის გაცვლა იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც არიან დამოუკიდებელი ქსელების (ავტონომიური სისტემების) მფლობელები.   

  • ვინ არიან დამოუკიდებელი ქსელების მფლობელები?

ქვემოთ ჩამოთვლილია დამოუკიდებელი ქსელების მფლობელი ორგანიზაციები  საქართველოში:

ALTERNET LTD CGC Co
Bank of Georgia LTD Predatori
Caucasus Online Ltd. LUNET LLC
CDN Magticom Ltd
DeltaComm Ltd. Maxtel Ltd
Foodservice LTD Ministry of Internal Affairs
Geocell Ltd. MOBITEL
Geonet NAPRGOVGE
GRENA National Bank  of Georgia
GRT Project-service Ltd
JSC “Global Erty” Serv.Ge Ltd
JSC “Silknet” Service
JSC Egrisi SILKNET
JSC Georgian Card Telecom Georgia
JSC TBC BANK T-NET
LLC Serviceline WEBCOM
  • რატომ არის საჭირო ინტერნეტის ურთიერთჩართვის ცენტრი?

ხარისხის გაუმჯობესება

ხარჯების შემცირება

ოპერატორების ოფერტებში გამოცხადებული ურთიერთჩართვის წერტილები საკმაოდ განფენილია:

გაფართოებული ურთიერთჩართვის წერტილები
სილქნეტი წინამძღვრიშვილის ქ. 95
კავკასუს ონლაინი ვაჟა-ფშაველას გამზ. 71
სისტემნეტი პოლიტკოვსკაიას ქ. 16
ჯეოსელი გოთუას ქ. 3, პოლიტკოვსკაიას ქ.16
მაგთიკომი პოლიტკოვსკაიას ქ. 16
გრენა წინამძღვრიშვილის ქ. 95
რკინიგზის ტელეკომი წინამძღვრიშვილის ქ. 160
მობიტელი დიდი დიღომი-პეტრიწის ქ. 13
გლობალ ერთი რუსთაველის გამზ. 31

კონკურენციის ხელშეწყობა

  • საერთაშორისო პრაქტიკა

განასხვავებენ ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრის ორ ტიპს:

  • ცენტრი, სადაც ჩართვისას ახალი მონაწილე ყველა მონაწილეს ავტომატურად უერთდება;
  • ცენტრი, სადაც ჩართვისას მონაწილე მხარე თვითონ ირჩევენ ვისთან უნდა შეერთება და ვისთან არა;

ევროპის ინტრნეტის ურთიერთგაცვლის ძირითადი ცენტრები:

ქვეყანა შექმნის

თარიღი

სამართლებლივი

ფორმა

ისტორია
გერმანია
DE-CIX
1995 ასოციაციის მიერ დაფუძნებული კომერციული კომპანია დაფუძნებულია ნეიტრალური და არაკომერციული DE-CIX Management GmbH მიერ, რომელიც თავის მხრივ არაკომერციული eco Internet Industry Association-ის შვილობილი კომპანიაა
დიდი ბრიტანეთი

LINX

1996 ასოციაცია UKERNA- (დიდი ბრიტანეთის აკადემიის ქსელი) ინიციატივით PIPEX-მა და BT-დააფუძნეს არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ინტერნეტის ტრაფიკის გაცვლის წერტილის როლს შეასრულებდა. 2001 წლიდან გადახალისდა ორგანიზაციის ადმინისტრაცია, დღეისათვის მენეჯმენტი ხორციელდება ნეიტრალური კონსილიუმის მიერ, რომელიც შედგება აღმასრულებელი დირექტორის და ექვსი წევრი ორგანიზაციების მიერ დანიშნული დირექტორთა საბჭოსაგან
ნიდერლანდები

AMS-IX

1997 ასოციაცია შექმნილია ამსტერდამის აკადემიის ქსელისა და CERN (European Organization for Nuclear Research) მიერ.  ამჟამად ასოციაციის წევრები არიან: Surfnet, NLnet, AT&T EMEA, Unisource, BT, KPN Qwest, XS4All, Global One, Euronet, EUnet, Wirehub, Belnet, RIPE NCC, Demon, IXE/PSI, Telecom Finland, IBM GN, A2000, UUnet/MCI, GTS Europe (Ebone)
საფრანგეთი

France-IX

2009 ასოციაციის მიერ დაფუძნებული კომერციული კომპანია Akamai, Jaguar Network, Neo Telecoms და Interxion დააფუძნეს ასოციაცია, რომლის მუშაობა ემყარება არამომგებიან მოდელს.  ყველა მის წევრს აქვს თანაბარი ხმის უფლება სტრატეგიული გადაწყვეტილების მისაღებად და ბიუჯეტის დასამტკიცებლად, ასევე ასოციაციის მონაწილე მხარეები ინარჩუნებენ ნეიტრალიტეტს.
ესპანეთი

Espanix

1997 ასოციაცია დაფუძნებულია ესპანეთის წამყვანი შვიდი ინტერნეტპროვაიდერის მიერ (ACENS, COGENT, COMVIVE, JAZZTEL, ONO, SARENET, TELEFONICA). ასოციაციის მმართველი ორგანოა საბჭო, რომლის წევრებსაც წელიწადში ერთხელ ნიშნავს გენერალური ასამბლეა. ასამბლეა ფორმირებულია ასოციაციის წევრების მიერ და თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
ჩეხეთი

NIX.CZ

1996 ასოციაცია დაარსებულია ჩეხეთის 5 ძირითადი ინტერნეტ სერვისის პროვაიდერის მიერ, როგორც იურიდიული პირების კავშირი (Professional Association of Legal Entities). აერთიანებს ჩეხეთის და საზღვარგარეთის ინტერენტპროვაიდერებს, რომელთა ძირითადი მიზანია ერთმანეთთან განახორციელონ პირდაპირი ურთიერთჩართვები. ამჟამად ასოციაცია ითვლის 85-მდე წევრს.
ბულგარეთი

BIX.BG

2009 ასოციაცია Bulgarian Association of Internet (BAI) აერთიენებს ბულგარეთის ინტერნეტ პროვაიდერებს და ქსელური აპარატურის მწარმოებლებს
ფინეთი

FICIX

2001 ასოციაცია შეიქმნა ფინეთის სამი Eunet Finland Oy, HTC (Helsinki Telephone Company) და PTT (Posts and Telecommunications) კომპანიის მიერ ერთმანეთთან ურთიერჩართვების ორგანიზებისათვის.  ამჟამად ჩართულია 27-მდე მონაწილე (AcademicaOy, AinaComOy , Anders Business Group Ltd., AT&T Global Network Services, BT Global Services,  EuroTransit GmbH,  Fujitsu Services Oy,  IP-Only Telecommunication Networks Finland Ab,  Nokia Oyj, TelekareliaOy,  TeliaSonera Finland , Verizon.)
უკრაინა

UA-IX

2000 ასოციაცია დაფუძნებულია უკრაინის ინტერნეტის განვითარების ასოციააცის (ИнАУ) მიერ, როგორც მისი შვილობილი კომერციული კომპანია.
რუსეთი

MSK-IX

2001 ასოციაცია დაფუძნებულია რუსეთის სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტის მიერ (РосНИИРОС)

 

ქვეყნებისსიასადაც IXP ცენტრებიმოქმედებს: 91
United States 85 Taiwan 4 Norway 2 Dominican Republic 1 Malaysia 1
Brazil 19 Switzerland 3 Peru 2 Ghana 1 Mozambique 1
Japan 16 China 3 Philippines 2 Greece 1 Nigeria 1
France 15 Czech Republic 3 Romania 2 Croatia 1 Nicaragua 1
Germany 14 Ireland 3 Slovakia 2 Haiti 1 Nepal 1
Russia 14 Singapore 3 Tanzania 2 Hungary 1 Panama 1
United Kingdom 12 South Africa 3 Viet Nam 2 Israel 1 Pakistan 1
Sweden 12 Netherlands Antilles 2 Angola 1 Iceland 1 Puerto Rico 1
Australia 11 Austria 2 Argentina 1 Kenya 1 Portugal 1
Indonesia 7 Bangladesh 2 Bahrain 1 Cambodia 1 Paraguay 1
India 7 Belgium 2 Botswana 1 Laos 1 Saudi Arabia 1
Italy 7 Bulgaria 2 Congo-Kinshasa 1 Lebanon 1 Slovenia 1
New Zealand 7 Canada 2 Cote D’Ivoire 1 Sri Lanka 1 Swaziland 1
Spain 6 Ecuador 2 Chile 1 Lithuania 1 Thailand 1
Netherlands 5 Estonia 2 Colombia 1 Latvia 1 Turkey 1
Poland 5 Egypt 2 Cuba 1 Mongolia 1 Uganda 1
Ukraine 5 Finland 2 Cyprus 1 Malta 1 Zambia 1
Korea 4 Luxembourg 2 Denmark 1 Mauritius 1 Zimbabwe 1

 

ქვეყნებისსიასადაც IXP ცენტრები არ არის: 106
Afghanistan British Virgin Islands Eritrea Jordan Mexico Rwanda Syria
Albania Brunei Darussalam Ethiopia Kazakhstan Micronesia Saint Kitts and Nevis Tajikistan
Algeria Burkina Faso Fiji Kiribati Moldova Saint Lucia Timor-Leste
Andorra Burundi Gabon Kuwait Monaco Saint Vincent and the Grenadines Togo
Antigua and Barbuda Cameroon Gambia Kyrgyzstan Montenegro Samoa Tonga
Armenia Cape Verde Georgia Lesotho Morocco San Marino Trinidad and Tobago
Azerbaijan Central African Republic Grenada Liberia Myanmar Sao Tome and Principe Tunisia
Bahamas Chad Guatemala Libya Namibia Senegal Turkmenistan
Barbados Comoros Guinea Liechtenstein Nauru Serbia Tuvalu
Belarus Congo-Brazzaville Guinea-Bissau Macedonia Niger Seychelles United Arab Emirates
Belize Costa Rica Guyana Madagascar North Korea Sierra Leone Uruguay
Benin Djibouti Honduras Maldives Oman Solomon Islands US Virgin Islands
Bhutan Dominica Iran Mali Palau Somalia Uzbekistan
Bolivia El Salvador Iraq Marshall Islands Papua New Guinea Sudan Vanuatu
Bosnia and Herzegovina Equatorial Guinea Jamaica Mauritania Qatar Suriname Venezuela
  • სად უნდა განთავსდეს IXP?

კომისიის რეკომენდაცია: კომისიის რეკომენდაციაა ცენტრი განთავსდეს თბილისის მეტროს ვაგზლის მოედნის ტერიტორიის -1 (მინუს ერთ) სართულზე, რადგან

  1. არაერთ ოპერატორს უკვე აქვს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა მეტროს ტერიტორიაზე, კერძოდ ვაგზლის მოედნის სადგურზე.
  2. მეტრო წარმოადგენს სახელმწიფო სტრატეგიულ ობიექტს და შესაბამისად ბუნებრივად მაღალია დაცულობის ხარისხი;
  3. -1 სართული მეტადაა დაცული საბოტაჟის და სხვა საფრთხეებისგან.
  • IXP-ს  სამართლელივი სტატუსტი

ფორმულირებ აუნდა შევცვალოთ ამგვარად: კომისიის ხედვით  IXP  უნდა იყოს დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული.

თუ IXP იქნება  იურიდიული პირი, მაშინ ის უნდა იყოს :

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) ან

ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირი

სსიპ-ს შექმნა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, რამდენადაც ასეთ შემთხვევაში შეიქმნება კიდევ ერთი დამატებითი ადმინისტრაციული ორგანო, რისი აუცილებლობაც არ არის.

კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაშიც ორი შესაძლებლობა არსებობს:

ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი

ბ) სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირი

არასამეწარმეო იურიდიული პირის შემთხვევაში დგება შემდეგი სახის საკითხი: ვინ იქნებიან მისი დამფუძნებლები. არასამეწარმეო იურიდიული პირი თავისი შინაარსით წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანებაა. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მოსაზრებით, მასში არ გაწევრიანდებიან შესაბამისი ბაზრის მნიშვნელოვანი სუბიექტები, IXP-ს ფუნქციონირება არასრულფასოვანი იქნება და აზრს დაკარგავს.

სამეწარმეო იურიდიული პირის შემთხვევაში ასევე ორი ვარიანტია:

ა) პირი შეირჩეს განუსაზღვრელი ვადით

ბ) პირი შეირჩეს განსაზღვრული ვადით.

განუსაზღვრელი ვადით პირის გამოვლენა, ცხადია, არასწორია.

გარკვეული ვადით პირის შერჩევა კი ნიშნავს, რომ იგი არ არის IXP. იგი არის გარკვეული პერიოდით გამოვლენილი IXP ადმინისტრატორი.

კომისიის მოსაზრებით ეს უკანასკნელი ვარიანტი ყველაზე ოპტიმალურია.

  • IXP ადმინისტრატორი

IXP-ს ადმინისტრატორი არის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ინტერნეტის ტრაფიკის ურთიერთგაცვლის ცენტრის მოწყობას, მართვას, ფუნქციონირებას და პასუხისმგებელია წევრებს შორის ინტერნეტის ტრაფიკის შეუფერხებელ გაცვლაზე.

IXP-ს შემოსავლის წყაროა IXP-ს წევრების შენატანები.

  • რა სიმძლავრის და რა რაოდენობის პორტები უნდა იყოს IXP-ში?

დღეისათვის გამოიყენება შემდეგი ფიზიკური სიმძლავრის სტანდარტული პორტები:

100 მბტ/წმ

1 გბტ/წმ

10 გბტ/წმ

 

შესაძლებელია პორტის სიმძლავრის პროგრამულად შეზღუდვა ნებისმიერ სიმძლავრეზე.

  • რატომ უნდა არსებობდეს IXP-ში სავალდებულო ჩართვის პრაქტიკა

IXP-ს შექმნა ცალსახად ხელს შეუწყობს მცირე ოპერატორების განვითარებას და შესაბამისად ბაზარზე კონკურენციის გაზრდას.

აღნიშნულ ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორების კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ისინი ნებაყოფლობით IXP-ში არ ჩაერთონ, რაც საფრთხეს შეუქმნის IXP-ს ფუნქციონირებას.

IXP-ს ადმინისტრატორის კონკურსში მონაწილეობა საინტერესო იქნება პოტენციური ორგანიზაციებისთვის, თუ მათ ეცოდინებათ, რომ IXP-ში აუცილებლად ჩაერთვებიან დიდი ოპერატორები.

  • ვის უნდა შეეძლოს IXP ადმინისტრატორის კონკურსში მონაწილეობის მიღება

ა)  IXP-ის ადმინისტრატორის კონკურსში მონაწილეობის შეზღუდვა არ არსებობს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლება ერთ რომელიმე ავტორიზებულ პირსაც.

ბ) არსებობდეს შეზღუდვა, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს ავტორიზებულ პირთა ჯგუფმა, მაგრამ დაუშვებელი იყოს მხოლოდ ერთი ავტორიზებული პირის მონაწილეობა.

  • როგორ და რა პერიოდით უნდა გამოვლინდეს გამარჯვებული IXP-ს ადმინისტრატორი

მცირე პერიოდით IXP ადმინისტრატორის გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრატორი მოკლე პერიოდზე გადაანაწილებს გაწეულ კაპიტალდაბანდებებს, რაც პორტის ფასებს გაზრდის.

ჩვენი მოსაზრებით, მინიმალური ვადა უნდა იყოს 5 წელი. 5 წლის საქმიანობის ანალიზით თუ აღმოჩნდა, რომ ადმინისტრატორი კარგად ახორციელებს დაკისრებულ ვადლებულებებს, მას დამატებით 5 წლით გაუგრძელდება ხელშეკრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცხადდება ახალი კონკურსი.

10 წლის გასვლის შემდეგ, ინტერნეტის ეკო-სისტემა სავარაუდოდ არსებითად იქნება შეცვლილი და ახალი გამოწვევებიდან გამომდნარე ხელახლა გამოცხდადდება კონკურსი.

  • როგორ უნდა ჩანაცვლდეს ადმინისტრატორი, თუ მისი საქმიანობა დამაკმაყოფილებელი არ იქნება

იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრატორი არ ან ვერ შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, კომისია მას ატყობინებს რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ (3 ან 6 თვე) მასთან მოიშლება ხელშეკრულება. კომისია აცხადებს ტენდერს ახალი ადმინისტრატორის გამოსავლენად.

  • რა შემთხვევაში  დაიშვება პორტების გადასახადების ან IXP-ყოველთვიური მომსახურების თანხის  გაზრდა

IXP-ს პორტების გადასახების ან ყოველთვიური მომსახურების თანხის გაზრდა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ IXP ადმინისტრატორი კომისიას დაუსაბუთებს, რომ მისგან დამოუკიდებელი დაუძლეველი გარეშე ფაქტორების გამო, გადასახადების გაზრის გარეშე, IXP-ს ოპერირება პარალიზებული იქნება.

  • კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენა

კონკურსში გამარჯვებულს გამოავლენს 10 წევრისგან შედგენილი კომისია. 5 წევრი იქნება კომისიის მხრიდან, 5 წევრი კი მოწვეული პირი. მოწვეული პირები არ შეიძლება იყვნენ კონკურსში მონაწილე პირების წარმომადგენლები.

  • საკონსულტაციო ჯგუფის ჩამოყალიბება და კომენტარების წარმოდგენის ვადები

ინტერნეტის ტრაფიკის ურთიერთგაცვლის ეროვნული ცენტრის  ეფექტურად დანერგვის მიზნით, რეკომენდებულია, კომენტარები წარმოადგინონ დაინტერესებულმა პირებმა და ჩამოყალიბდეს ბაზრის მონაწილეებისგან და დარგის სხვა დაინტერესებული პირებისგან დაკომპლექტებული საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ერთად იმუშავებს IXP-ს ტექნიკურ, ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ საკითხებზე.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე ა.წ. 1 მარტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ჩატარდება ცენტრის საკონსულტაციო დოკუმენტის განხილვა, ასევე ვთხოვთ დაინტერესებულ პირებს, მოცემულ დოკუმენტზე წარმოადგინონ  კომენტარები ა.წ. 15 მარტამდე.